ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო არის მერის სათათბირო ორგანო, რომელიც 2020 წლის დეკემბერში შეიქმნა მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. საბჭოს შექმნის ინიციატივით ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის-რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებმა მივმართეთ მერს და მხარდაჭერის შემდეგ შემუშავდა საბჭოს დებულება. დებულების შესაბამისად მოხდა წევრების შერჩევა ისე რომ გათვალისწინებული ყოფილიყო სქესისა და ასკის ნიშნით მონაწილეობა, ასევე საბჭოს შემადგენლობაში ყოფილიყვნენ სოფლად და ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები, ამასგარდა საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა; მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის, ბიუჯეტის და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში ახალგაზრდების საჭიროებების, მათი გადაწყვეტის გზების შემუშავება, ლობირება და ადვოკატირება;ახალგაზრდების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.
საბჭომ შეძლო არსებობიდან ორი წლის განმავლობაში ჩაერთო ახალგაზრდები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.