იმისათვის, რომ წარმოდგენილი ქეისი აღიარებული იქნას როგორც საუკეთესო პრაქტიკა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- წარმატებული (Successful) - მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამა/პროექტი, რომელიც დადებითად აისახა ადგილობრივ მოსახლეობაზე და მიღწეული იქნა დაგეგმილი პოზიტიური შედეგი.
- გამჭვირვალე (Transparent) - პროგრამის/პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და ღიაობა (მაგ.: საჯარო სივრცეში ინფორმაციის განთავსება ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ფორმით, პროცესის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბებული აღწერა, საჯარო განხილვა).
- ადეკვატური (Adequate) - განხორციელებული პროგრამა/პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევას, შეესაბამება მოსახლეობის საჭიროებებს. წარდგენილი საკონკურსო ქეისის ადეკვატურობა შეიძლება შეფასდეს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ მიზნებთან თანხვედრის კუთხით.
- გაზიარებადი (Replicable) - წარდგენილი საკონკურსო ქეისის წარმატებით განხორციელება შესაძლებელია ანალოგიური გამოწვევის მქონე სხვა მუნიციპალიტეტში.
- მდგრადი (Sustainable) - პროგრამა/პროექტი განხორციელებულია შიდა ინსტიტუციური რესურსით (საკუთარი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ასევე დონორის რესურსი/გრანტით), განხორციელებულ პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილე ქეისების შეფასება ხდება ზემოაღნიშნული ხუთი კრიტერიუმის მიხედვით, თითოეულ კრიტერიუმზე ათქულიანი შეფასების შკალით.