ევროკავშირის მხარდაჭერით და დაფინანსებით 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ საირმის ტურისტული სანახებთან საფეხმავლო გზის მონაკვეთს 968 გრძივ მეტრზე, სიგანით 2 მეტრი, მოეწყო დეკორატიული ფილები, 35 ადგილზე ძელსკამები, 20 ცალი სანაგვე ურნა, 70 ცალი მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონი და 200 კვ.მ ავტომანქანის სადგომი. პროექტის განხორციელების შედეგად წინაპირობები შეიქმნა კერძო ბიზნესის განვითარების, შემოსავლების გაზრდისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.