მონაწილეობითი ბიუჯეტირება

მონაწილეობითი ბიუჯეტირება

მონაწილეობითი ბიუჯეტირება
ქუთაისი COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა (2021 წ. კონკურსი) 02-12-2021


პროგრამის დანერგვის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა უშუალო ჩართულობის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია, მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულებას იღებენ, ბიუჯეტში გაითვალისწინონ და განახორციელონ მოქალაქეების მიერ ამ ბრძანებით და შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით წარდგენილი და შესაბამისად შერჩეული პროექტები.

 

მონაწილეობითი ბიუჯეტირება საშუალებას აძლევს მოქალაქეებს წარმოადგინონ ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკუთარი იდეები. ინიცირებული იდეები უნდა განეკუთვნებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას. მოქალაქეთა მიერ ინიცირებული იდეები უნდა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს:

 

  • ინფრასტრუქტურის განვითარება
  • სოციალური სფერო
  • განათლება
  • ახალგაზრდული საქმეები
  • სპორტი
  • შშმ პირების საჭიროებები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებული სხვა საკითხები

თანდართული დოკუმენტები/მასალები


  • 2 834.40KB