სენაკის მუნიციპალიტეტის უმთავრესი გამოწვევაა ეკონომიკური წინსვლა და ამ კუთხით, მნიშვნელოვანი კონკრეტული პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტში არსებული დიდი პოტენციალის მქონე ტურისტული, კულტურულ-ისტორიული ობიექტები და ძეგლები, ტრადიციული და ახლად განვითარებული მიმართულებები სოფლის მეურნეობაში, რეალურად გვაძლევს დიდი ეკონომიკური ძვრების განხორციელების საფუძველს.
სენაკის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს აგრარული სექტორის სხვადასხვა მიმართულებების და ტურიზმის სექტორის განვითარების შესაძლებლობების დიდი პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტს, სადაც ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისთვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია.
მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების გადასალახად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გადაწყდა ინიციატივა M4EG-ის ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესში შედგა თანამშრომლობა საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის. აღნიშნულმა თანამშრომლობამ შექმნა ის პლატფორმა, სადაც დაინტერესებული მხარეები ერთად განიხილავენ მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე და კერძო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებს. შესაბამისად, გეგმაში ის უმთავრესი საჭიროებებია გამოკვეთილი, რაც უმნიშვნელოვანესია სენაკის ყველა მაცხოვრებლისა და ბიზნესისთვის.
M4EG-ის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა (იხ. დანართი) თანხვედრაშია შემდეგ დოკუმენტებთან: სენაკის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი 2020-2023 (იხ. დანართი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 (იხ. დანართი). სენაკის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმისგან განსხვავებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.
მოცემული დოკუმენტის შემუშავების დროს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პარტნიორების მიერ გამოიკვეთა სენაკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული ხედვა, რომლის მიხედვით სენაკის მუნიციპალიტეტი საუკეთესო ადგილია ბიზნესის განსახორციელებლად სამეგრელოში.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის გაზრდა, აგრარული სექტორის განვითარება, ახალი შესაძლებლობების წარმოჩენა.