2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების, ახალგაზრდების მხარდაჭერის, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მუნიციპალურ/სათემო საქმიანობაში ჩართულობის მიზნით 6 დასახლებულ პუნქტში, ქ. ბოლნისსა და დაბა კაზრეთში, ასევე ეროვნული უმცირესობით დასახლებულ სოფლებში: ნახიდურში, ტალავერში, ქვემო ბოლნისსა და დარბაზში გახსნა ახალგაზრდული სათემო ცენტრები.