2019 წლისათვის „სამოქალაქო ბიუჯეტისათვის“ განკუთვნილი თანხა განისაზღვრა ჯამში 150 000 (ასორმოცდა ათი ათასი) ლარით, ქალაქი დაიყო ზონებად პირველი ზონა მოიცავს ქალაქის 10 ქუჩას, მეორე ზონა - ქალაქის 17 ქუჩას. მესამე ზონა - ქალაქის 18 ქუჩას. თოთოეულ ზონაზე გამოიყო 50 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პოლონეთის საერთაშორისო განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა (გამოიკითხა 246 ოჯახი, რაც შეადგენს მოსახლეობის 2,2%). გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებმა პრიორიტეტულად, ქალაქ წყალტუბოში, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, საბავშვო მოედნების, სკვერების, სპორტული ინფრასტრქტურისა და კორპუსების რეაბილიტაცია დაასახელეს.