თელავის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას - 'მერების შეთანხმება- კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე', რომლის ფარგლებშიც, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს სითბური აირების ემისიების შემცირებას ენერგოეფექტურობისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებას.
ზამთრის სეზონზე, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული შენობების გასათბობად გამოიყენება შეშის ღუმელი, რაც ეკოლოგიური და ფინანსური თვალსაზრისით, ასევე თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, არაეფექტური და არასასურველია. მზარდი ინოვაციური მიდგომების ეპოქაში, აუცილებლობას წარმოადგენს შენობების თერმომოდერნიზება და ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიის ალტერნატიული საწვავი საშუალებების გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზეგავლენას და მოსახლეობის გაზრდის უსაფრთხოებას.