COVID-19-ით გამოწვეული ეპიდსიტუაციის მართვის ციკლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა საჭიროება, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილიყო ერთიანი საინფორმაციო ცენტრი, საიდანაც მოხდებოდა ინფორმაციისა და გადაუდებელი რეაგირების საჭირო ქეისების იდენტიფიცირება და დროული გადამისამართება. ამისათვის ქუთაისის მერიაში შეიქმნა ადგილორივი საინფორმაციო ცენტრი, იგივე ქოლცენტრი, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის იმერეთის საინფრმაციო ცენტრად.