იყავი თანამმართველი“ - სამოქალაქო ბიუჯეტის ეფექტური მოდელის ძიების დროს შეიქმნა. „იყავი თანამმართველი“ მონაწილობითი ბიუჯეტის ახალი ფორმაა, რომელიც პირდაპირი დემოკრატიას მაშტაბურად, ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ახორციელებს. უზრუნველყოფილია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყენება ვაუჩერული სისტემა, რომელსაც დღეისათვის პრაქტიკაში ანალოგი არ ააქვს. სამოქალაქო ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება თანაბრად და ამ მეთოდით განისაზღვრება ხმის ელექტრონული ვაუჩერის ღირებულება.