2020 წელს განხორციელდა პროექტი 'სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით'. ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყო სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის - ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს ნოქალაქევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ბეთლემში რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას. მოეწყო შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინი მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ღია ბაზრობა, პარკირება/ავტოკემპინგი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, განხორციელების ეტაპზეა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის და ზიპლაინის მოწყობა. შექმნილია ვებ-გვერდი www.tourism.senaki.gov.ge, ფეისბუქ გვერდი visit senaki, სადაც განთავსდება ყველა საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი ტურიზმის სექტორში დაინტერესებული ადამიანისათვის, პოპულარიზაცია გაეწევა მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს/ობიექტებს. ჩატარდა ონლაინ ტრეინინგები ტურიზმის სექტორში ჩართული და დაინტერესებული ადამიანებისათვის სხვადასხვა თემებზე.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა 80 000 ლარი. მუნიციპალიტეტის წილი პროექტის მიხედვით 25%-ია, თუმცა პროექტის სათანადოდ და საჭიროებისამებრ განხორციელებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ გაზარდა მისი თანამონაწილეობა ამ პროექტში და საბოლოოდ შეადგინა 100 000 ლარი. უფრო მეტიც, ეს პროექტი დასაწყისია მიმდებარე ტერიტორიის როგორც სათავგადასავლო/რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის განხორციელდეს სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტები.