მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებულმა პანდემიამ, მუნიციპალიტეტში განვითარების პროცესების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია. ქალაქ მარნეულში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო, 2020 წლის 23 მარტიდან მუნიციპალიტეტში გამოცხადდა მკაცრი საკარანტინე რეჟიმი. მოსახლეობის ინფორმირებულობის და უსაფრთხოების მიზნით, თვითმმართველობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. აიკრძალა მუნიციპალიტეტის გარეთ გადაადგილება და დაიხურა ყველა ობიექტი, გარდა, სასურსათო, ფარმაცევტული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიეტებისა.
ადგილობრივი ხელისუფლების მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის კონტროლი და არ მომხდარა ფართომასშტაბიანი გავრცელება. რაც თავის მხრივ გახდა პირობა იმისა რომ, მოკლე ვადაში მუნიციპალიტეტში ჩვეულ რიტმში აღდგა ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა. მიღწეული შედეგები შენარჩუნებული იქნა მომდევნო პერიოდშიც.