რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ჩატ ბოტის - სი ბოტის შექმნა და ექსპლუატაცია

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ჩატ ბოტის - სი ბოტის შექმნა და ექსპლუატაცია

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ჩატ ბოტის -  სი ბოტის შექმნა და ექსპლუატაცია
რუსთავი მოქალაქეთა თანამონაწილეობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა 30-11-2020

  • გამოწვევა

მუნიციპალური სერვისების და მათ შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იყო და რჩება ადგილობრივი თვითმართველობების ერთ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. ხშირ შემთხვევაში რთულია მიაწოდო ინფორმაცია სერვისების შესახებ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. მოქალაქეებს ხშირად სჭირდებათ მისვლა მერიაში და გარკვევა ამა თუ იმ სერვისის მისაღებად რა სახის დოკუმენტაციაა წარსადგენი, როგორ ვადებში და ა.შ.. სერვისების გაცემის განყოფილებები ხშირად ვერ ახერხებენ ყველა მოქალაქეს მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, რაც ხდება უკმაყოფილების საბაბი.

სიტუაცია  განსაკუთრებით რთულდება პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც მოქალაქეს შეიძლება არც ქონდეს საშუალება მივიდეს თვითმმართველობაში და მოითხოვოს ინფორმაცია ამა თუ იმ სერვისის თაობაზე. ამავე დროს, თვითმმართველობის თანამშრომლების დიდი ნაწილი  დისტანციურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული, რაც კიდევ უფრო ართულებს კომუნიკაციას

 

 

  • წარსული გამოცდილება

 

სი ბოტის მსგავსი პროდუქტის შექმნისა და გამოყენების გამოცდილება დღემდე არ ქონდა საქართველოში მოქმედ არც ერთ საჯარო სტრუქტურას. ანალოგიურ პროგრამებს იყენებდა მხოლოდ კერძო სექტორი. (მაგალითად არსებობს საქართველოს ბანკისა და თი ბისი ბანკის ბოტები). თუმცა, კერძო სექტორში მოქმედი ჩატ ბოტები მასშტაბით შედარებით მარტივია, რადგანაც არც ერთი მათგანის მიერ გაცემული სერვისები თავისი მასშტაბითა და რაოდენობით ვერ შეედრება ადგილობრივ თვითმმართველობას. შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და რუსთავის ინოვაციების ჰაბს მოუწია თვისობრივად ახალი პროდუქტის შექმნა, რომლის ალგორითმი გაცილებით უფრო მასშტაბური იყო დღემდე სქართველოში არსებული სხვა ჩატ ბოტებთან შედარებით.

 

 

 

პასუხი არსებულ გამოწვევაზე

  • რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის და რუსთავის ინოვაციების ჰაბის თანამშრომლების ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა გაკეთებული რუსთავის მერიის სერვისების ჩატ ბოტი - სი ბოტი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები შეძლებენ მიიღონ სრული ინფომრაცია მუნიციპალური სერვისების შესახებ.
  • გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და რუსთავის ინოვაციების ჰაბმა, 2019 წლის ნოემბერში დაიწყეს მოლაპარაკება კომპანია პულსართან, რომელიც არის ლიდერი საქართველოში ჩატ ბოტების წარმოების სფეროში.
  • გაფორმდა ხელშეკრულება რუსთავის ინოვაციების ჰაბსა და კოპანია პულსარს შრორის. პროცესში, კომპანია პულსარის ფუნქცია იყო სი ბოტის ტექნიკური მხარის მომზადება, ხოლო ინოვაციების ჰაბისა და რუსთავის მერიის თანამშრომლები ამზადებდნენ კონტენტს რომელიც უნდა ჩატვირთულიყო ბოტში.
  • მიუხედავად იმისა, რომ ბოტის მომზადების პროცესში დაიწყო Covid-19 პანდემია, მასზე მუშაობა არ შეფერხებულა, უფრო მეტიც, ბოტს მანამდე არსებული განყოფილებების გარდა დაემატა Covid-19 განყოფილებაც, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ სტატისტიკაზე და იმ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე, რაც დაწესენულია ქვეყანაში.
  • პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობა ბოტის გარეგნულ იერსახეზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მისი პოზიციონირება. ამ მიზნით შეიქმნა ფბ-გვერდი, რომელზეც იტვირთებოდა სხვადასხვა პრომო მასალა https://www.facebook.com/C-Bot-%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98-104643544406147
  • მოხდა სი ბოტის ინტეგრაცია ფბ-ჩატში. მისი გამოყენება მარტივად შეუძლია ფეისბუქზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს
  • სი-ბოტის სატესტო ვერსია ჩაეშვა აპრილის თვეში, მოხდა მასში არსებული უზუსტობების გასწორება და მაისის თვიდან მან დაიწყო სრულად ფუნქციონირება
  • დაორგანიზდა ცნობიერების ამაღლების კამპანია, კერძოდ, გაკეთდა კლიპი, დაიბეჭდა პლაკატები, რომელიც გავრცელდა ქალაქის მასშტაბით, ხდებოდა ბოტის ფბ-გვერდის ბუსტინგი
  • რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, რუსთავის ინოვაციების ჰაბის და კომპანია პულსარის წარმომადგენლები სისტემატიურად ახორციელებენ ადგილობრივ სერვისებში მომხდარი ცვლილებების შეტანას ბოტის ალგორითმში

თანდართული დოკუმენტები/მასალები