საქართველოში პირველად ევროპის საბჭოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში სოლიდარობის ფონდთან ,,PL-საქართველო“ თანამშრომლობით, საფუძველი ჩეყარა სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირებას. პილოტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით, შეირჩა სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 და სსიპ ქალაქ თბილისის N177 საჯარო სკოლები.
სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება ახალგაზრდების მონაწილეობის წამახალისებელი ინოვაციური ინსტრუმენტია და იგი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილების მიღებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობისთვის. მეთოდოლოგია ხელს უწყობს ახალგაზრდებში ლიდერობის კომპეტენციების განვითარებას და ასწავლის მათ, როგორ შეიმუშაონ პროექტები, როგორ ჩაერთონ სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვაში და იქონიონ გავლენა გადაწყვეტილებებზე. სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირება წაახალისებს აქტიურ მოქალაქეობასა და სამოქალაქო მონაწილეობას ადგილობრივ თემებში.
სოლიდარობის ფონდის ,,PL-საქართველო“ მიერ, მეთოდოლოგიის საპილოტე ფაზის პრეზენტაცია, გაიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელსაც ესწრებოდა სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პროექტის მხარდაჭერისა და მასში აქტიურად ჩართულობის მზაობა გამოხატეს.
პროექტის შემდეგი ეტაპი გახლდათ ექსპერტთა ბანაკი, რომელმაც საკითხის გარეშემო გააერთიანა დაინტერესებული მხარეები, რათა მათ ერთობლივად განესაზღვრათ მეთოდოლოგიის ქართულ კონტექსტზე მორგების შესაძლებლობა.
ექსპერტთა ბანაკში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპილოტე ქალაქების მერიებისა და საკრებულოს, ასევე რესურსცენტრების წარმომადგენლებმა, დირექტორებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, ზესტაფონისა და თბილისის საპილოტე სკოლების მოსწავლეებმა, ჯამში 24-მა ადამიანმა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სხვა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებს, სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების გამოყენების კუთხით. გარდა ამისა, ჯგუფებში მუშაობისას მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება მოერგოს საერთაშორისო პრაქტიკა ქართულ კონტექსტს, განსაზღვრეს პოტენციური რისკები და გამოწვევები, გააზრებულად ჩამოაყალიბეს საქართველოზე ადაპტირებული ფინანსური მოდელი.
ექსპერტთა ბანაკის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა ადაპტირებული სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელი, საქართველოში მეთოდოლოგიის გამოსაყენებლად, აუცილებელი მარეგულირებელი დოკუმენტების პაკეტთან ერთად.
მომდევნო ეტაპი გახლდათ ვიზიტი პოლონეტში. სოლიდარობის ფონდისა ,,PL-საქართველო“ და სოცლაბ ფონდის მხარდაჭერით “პოლონეთში სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების სასწავლო ვიზიტის” ფარგლებში, საპილოტე სკოლის დირექტორები, რესურცენტრების, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, გლდანის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ბიალისტოკის მუნიციპალურ ცენტრს ვესტუმრეთ, სადაც მივიღეთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მხრიდან, საზოგადოების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მაგალითების შესახებ.
ვიზიტები გვქონდა: ბიალისტოკის N5 და ჩოროჟჩის საბაზო სკოლებში, სადაც გავეცანით მათ გამოცდილებას მუნიციპალიტეტის მხრიდან სასკოლო მონაწილეობის ბიუჯეტირების პროცესში მოსწავლეების მონაწილეობის მაგალითების შესახებ.
ასევე, ვესტუმრეთ ვარშავაში ორგანიზაცია დიალოგის ფონდს, N109 სკოლას და ჰუგონ კოლლატაიას სახელობის XXI ლიცეუმს.
სტუმრად ვიყავით ვარშავის ბიელანის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის ცენტრში, სადაც ინფორმაცია მივიღეთ ახალგაზრდული მონაწილეობის ბიუჯეტირებისა და მოსწავლეების ჩართვის გამოცდილების შესახებ. ლიდერმა ახალგაზრდებმა და პირველმა პირებმა დეტალურად ისაუბრეს იმ წარმატებებზე, რომელსაც მათ მიაღწიეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელების პროცესებში.
შეხვედრას ქალაქის პირველი პირები, განათლების სისტემის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
სასწავლო ვიზიტის პროექტი ხორციელდებოდა მიროშევსკის ცენტრის დაფინანსებით, ევროპის საბჭოს პროექტის “საქართველოში სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროექტის” სტეიკჰოლდერების გაძლიერების მიზნით.
სასწავლო ვიზიტის ბოლო, შემაჯამებელ შეხვედრაზე, პოლონეთის სკოლების მიერ გაზიარებული გამოცდილებებისა და საინტერესო პრაქტიკებზე დაყრდნობით, საპილოტე სკოლების წარმომადგენლებმა, რესურსცენტრებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, შეიმუშავეს საქართველოში, თავიანთ სამოქმედო არეალებში, პროექტის განსახორციელებელი გეგმები და პრეზენტაციების სახით გააცნეს მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მასპინძელი ქვეყნის დაინტერესებულ პირებს.
შემდგომი ეტაპი გახლდათ პრეზენტაცია პროექტის, რომელიც შედგა სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში, სადაც ამ პერიოდისათვის, სკოლაში მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, იმყოფება სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა. აღნიშნულ შეხვედრას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მერიისა და N4 სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გარდა საპილოტე სკოლის წარმომდგენლებისა, დაესწრნენ სხვა სკოლებიც, რომელთა ინტერესი საკმაოდ დიდია აღნიშნული პროექტის მიმართ.
დღეს უკვე ზესტაფონის მუნიციპალიტეტს აქვს გამოყოფილი თანხა და ვემზადებით, შემდგომი ეტაპისათვის, რომელიც მოიცავს საპილოტე სკოლის მოსწავლების ვიზიტს პოლონეთში, რათა თავად მიიღონ თავიანთი უცხოელი თანატოლებისგან საჭირო, კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეძლონ კარგად გაართვან თავი პროექტების დაწერას, შერჩევას, არჩევნების ჩასატარებელ რეკლამირებას და ბოლოს არჩევნების ჩატარებას, ასევე გამარჯვებული პროექტის გუნდური პრინციპით განხორციელებას.
2025 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსაზღვრული იქნება უკვე გარკვეული თანხა აღნიშნული პროექტის ფარგლებში და ეს იქნება პირველი პრეცენდენტი ქვეყნის მაშტაბით, სადაც მოხდება საპილოტე სკოლის მიერ შერჩეული პროექტის დაფინანსება, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, აღნიშნული პროექტი, წარმოდგენილი იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე, რამაც მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების კუთხით მიღწეული შედეგების წარმოჩენა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სტენდზე წარმოდგენილი იქნა სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი, რომლის პრეზენტირებასაც დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი და მერიის წარმომადგენელი ერთობლივად ახდენდნენ.
აღინიშნა,რომ პროექტი თვალნათლივ აჩვენებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს.