აღნიშნული პროექტი არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულატორი და რესურსი ბიზნესისთვის , რომელსაც შეუძლია მოიზიდოს ვიზიტორები და შემდგომ პერსპექტივაში განავითაროს ტურისტული ინდუსტრია გარკვეულწილად. პროექტის იდეას საფუძვლად დაედო შემდეგი გამოწვევები:
მოკლე აღწერა და მიღწეული შედეგი ადგილობრივი პარტნიორობის შექმნა. ძველი, ფუნქციადაკარგული შენობა-ნაგებობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ინდუსტრიული ტურიზმის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართლობა პროცესებში. აღმ. ევროპის ქვექნების კარგი მაგალითების გაცნობა ინდუსტრიული ტურიზმის მიმართულებით.
პოლონელ ექსპერტებტან ერთად სოლიდარობის ფნდი პლ საქართველოში დაეხმარა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ახალი მოდელის შემუშავებაში, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალი ინდუსტრიული ტურიზმის მიზიდულობის ცენტრის შექმნა რეგიონში. ზესტაფონში „მოზაიკის მარშრუტის“ განვითარების, პოპულარიზაციისა და ახალი ადგილობრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობის შექმნის მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელდა ზესტაფონში არსებული სამი მოზაიკის რეაბილიტაცია. ესქპერტების მიერ შერჩეული სამი მოზაიკიდან ერთ-ერთის გადატანა მოხდა ახალ ლოკაციაზე, გიორგი ნიკოლაძის სკვერში, სადაც ადამიანები უფრო მარტივად მოახერხებენ მის ნახვას. პროექტი ასევე ითვალისწინებს როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ასევე სხვა მცირე მეტალურგიული გახსნას ვიზიტორებისთვის, რის შედეგადაც, როგორც საერთაშორისო ვიზიტორებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ ოპერირებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა, პროექტი მოიცავს სოციალურ კომპონენტსაც, კერძოდ, პროფესიული გიდების ტრენინგებს ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. აღნიშნული კომპონენტი ხორციელდება დღის ცენტრ "ორიონი“-ს" მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელებამდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეინიშნებოდა საერთაშორისო ტურისტების მცირე რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ინდუსტრიული ტურიზმით, თუმცა დღემდე ხელმიუწვდომელი იყო მათთვის ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებულ იმ ლოკაციებზე, რომლებიც წარმოადგენენ ინდუსტრიული ტურიზმისთვის საინტერესო ადგილებს. დღეის მდგომარეობით, მოზაიკების თვალსაჩინო ადგილზე გადატანით, მათი ლოკაციების იდენტიფიცირებით და ფეროს შენადნობთა ქარხნის ტურისტებისთვის გახსნის შესაძლებლობით ველით მეტ დაინტერესებულ ტურისტს, რაც თავისთავად გამოიწვევს ამ ლოკაციებზე მცირე სავაჭრო ობიექტების გახსნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, აღნიშნული სიტუაცია კი თავისთავად აისახება მოსახლეობის ეკონომიური სიტუაციის შედარებით გაუმჯობესებაზე და პროექტის მდგრადობაზე.