გენდერული თანასწორობის და ქალთა შესაძლებლობების განვითარება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში - რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფ ხაზთან მდებარე თემებზე.

გენდერული თანასწორობის და ქალთა შესაძლებლობების განვითარება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში - რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფ ხაზთან მდებარე თემებზე.

გენდერული თანასწორობის და ქალთა შესაძლებლობების განვითარება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში - რაჭაში, განსაკუთრებული აქცენტით ადმინისტრაციული გამყოფ ხაზთან მდებარე თემებზე.
ონის მუნიციპალიტეტი 4. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება (2024) 25-11-2024

ონის მუნიციპალიტეტი, რომელიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს, ეკონომიკური და საგანმანათლებლო შეზღუდვებით გამორჩეულია. მუნიციპალიტეტში არ არის უმაღლესი განათლების დაწესებულება, რაც ქალებისა და გოგოებისთვის პროფესიული და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს ამცირებს. ადგილობრივი მოსახლეობის 51%-ს ქალები შეადგენენ, თუმცა მათი დასაქმების მაჩვენებელი დაბალია. ელექტრონული კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც მცირე ბიზნესის ნაკლები განვითარება, დამატებით ართულებს მდგომარეობას.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, 2021-2022 წლებში ონის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით „მერსი ქორფსის“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ონში შეიქმნა „ქალთა ოთახი.“ ეს სივრცე იქცა ინფორმაციისა და კონსულტაციების მიღების ხელმისაწვდომ ადგილად, რაც ყოველწლიურად 200-ზე მეტ ადამიანს მოემსახურა. თუმცა, სერვისის გაფართოება სოფლის ტერიტორიებზე კვლავ გადაუდებელი საჭიროება იყო, განსაკუთრებით რუსეთის მიერ 2008 წლის ომის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე თემებში.

 ამ საჭიროებებზე საპასუხოდ, ბულგარეთის საელჩოს გრანტის ფარგლებში განხორციელდა ახალი პროექტი, რომელმის ფარგლებში ორი ბიბლიოთეკა – ღარსა და გლოლაში – „ქალთა ოთახებად“ იქცა. ამ სივრცეების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და ინკლუზიური მიდგომა ქალებს ხელს უწყობს ციფრულ განათლებასა და სამეწარმეო უნარების გაძლიერებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წყორედ გლოლას ადმინისტრაციული ერთეული მოიცავს შოვს, სადაც 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედია მოხდა,  მოსახლეობას კი მეტად სჭიორდება თანადგომა და გამხნევება, რაც ამ პროექტს დამატებით მნიშვნელობას სძენს. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ქალების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს, არამედ მთლიანად თემის მედეგობასაც. პროექტი ერთდროულად აერთიანებს ქალთა განათლებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და ინკლუზიური სერვისების განვითარებას, რაც მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების წინაპირობაა ონის მუნიციპალიტეტისთვის.