თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტის განვითარება. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქალთა ჩართულობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ესენია: ძიუდო, კარატე, მშვილდოსნობა, ფრენბურთი და ახლა უკვე ფეხბურთი, მთავარი გამოწვევა და თეთრიწყაროელი გოგონების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიჭების სპორტი არ არის.
ქალთა ფეხბურთის ფინანსური მხარდამჭერია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია. გუნდის მთავარი მწვრთნელი, ოთარ წიკლაური აქტიურად არის ჩართული მის პოულარიზაციაში და სხვადასხვა კომპანიებიდან ფინანსური რესურსის მოძიებაში, მისი ჩართულობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ „კომფორტმშენი 21“ გოგონებს ფორმები და საჭირო აღჭურვილობა შეუძინა. აღსანიშნავია, რომ გოგონებს სოფლებიდან ქალაქის სტადიონზე სავარჯიშოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრანსპორტირებას საგზაო კომპანია „ენკო“ უფინანსებდა. ასევე სამთო მომპოვებელი კომპანია ,,არემჯის “ ფინანსური მხარდაჭერით გოგონებს დაუფინანსდათ გასვლითი შეკრებები და წარმატებული თამაშების შემდეგ ერთჯერადი სტიპენდია ჩაერიცხათ ასევე თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ნიდერლანდების საელჩოსა და გაეროს ფონდთან თანამშრომლობით გოგონებს საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა. ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით გოგონები ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შეხვდნენ. ჰოლანდიის ნაკრებმა გოგონებთან გაცნობითი ხასიათი შეხვედრა და მეგობრული ვარჯიში გამართა.