შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 9. მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა (2024) 25-11-2024

შშმ პირთა მხარდასაჭერი პროგრამებისა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მიერ ჩატარებული იქნა შეხვედრები შშმ პირებთან,მათ მშობლებთან და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან,მათ შორის ფოკუს ჯგუფის ფარგლებში,სოციალური და ჯანდაცვის სამსახურთან ერთად შესწავლილი იქნა შშმ პირების საჭიროებები.მუნიციპალიტეტის მიზანს წარმოადგენდა საკითხის ირგვლივ ყველა დაინტერესებული მხარე გაერთიანებულიყო - ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის''.შეხვედრის დროს თავად შშმ პირებმა მათმა მშობლებმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალიტეტში არსებულ შშმ პირთა საბჭოს საქმიანობაში, შშმ ბავშვების მიერ დასახელდა სპორტულ აქტივობებში ჩართვის სურვილი,ინგლისური ენის შესწავლის ,პროფესიული განათლების მიღებაში მხარდაჭერის სურვილი,აღნიშნული ღონისძიებები მხოლოდ მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში ვერ დაიფარებოდა,საჭირო იყო კონკრეტული სამოქმედო გეგმის შედგენა.სწორედ მიღებული ინფორმაციის ,სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე დამტკიცდა სოციალური დაცვის პროგრამა და შშმ პირების უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა,რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტმა 2024 წლის განმავლობაში განახორციელა დასახელებული პრობლემების გადაჭრის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები,მხარდაჭერა გაუწია შშმ პირებს გაძლიერებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით.