,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა’’

,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა’’

,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა’’
ბათუმი 8. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა (2024) 25-11-2024

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ღონისძიება ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა’’ წარმოადგენს ალტერნატიულ საგანმანათლებლო შესაძლებლობას - არაფორმალური განათლების მიღების მუნიციპალურ სერვისს, რომელიც ხორციელდება ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების პიროვნული, სოციალური და მოქალაქეობრივი განვითარების ხელშეწყობა და დანაშაულის, ძალადობისა და არასასურველი ქცევის პრევენცია. ღონისძიება, ბათუმში მცხოვრებ 14დან 29 წლის ახალგაზრდებში გამჭოლი კომპეტენციების (ცოდნა, უნარი, დამოკიდებულბები, ღირებულებები) განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს, მათ შორისაა: მოქალაქეობრივი, გარემოსდაცვითი, ანალიტიკური, ინფორმაციული, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, სამეწარმეო, ტექნოლოგიების, ურთიერთობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების კომპეტენციები. რისთვისაც, მოქმედებს სხვადასხვა კლუბი, ტარდება ტრენინგები, საგანმანათლებლო შეხვედრები, ხორციელდება სეზონური სკოლები და კურსები.