მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ორი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ისტორიაში, რაც პირველ პრეცედენტს ქმნის ამ მიმართულებით. მემორანდუმი ასახავს ორი მუნიციპალიტეტის საერთო მიზნებსა და ხედვებს, რაც ორიენტირებულია როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაზე.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები არიან ევროპის საფესტივალო ქალაქების ასოციაციის (EFA) წევრები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მათ პოზიციონირებას საერთაშორისო არენაზე. ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, აღნიშნული პლატფორმა ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირების ხელშემწყობია, დევიზით „საქართველო ღვინის სამშობლო!“