ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ

ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ

ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 9. მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა (2024) 22-11-2024

სოციალური პრობლემების სიღრმისეულმა კვლევამ, საჭიროებების მქონე პირთა შესახებ სანდო სტატისტიკური და თვისობრივი მონაცემების შეგროვებამ, მოგვცა საბიუჯეტო პროგრამების სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა. კერძოდ, გაიზარდა დახმარება ყველა მიმართულებით, დამატებით ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და მათ საჭიროებებზე, ბავშვიანი ოჯახების კეთილდღეობაზე, ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებზე, ხანდაზმული პირების ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსპორტით გადაადგილების საკითხებზე.

სოციალურ პროგრამებში არსებული ერთჯერადი დახმარებების კვალდაკვალ, შემუშავდა ახალი გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები, რომელთა დაგეგმვისას გამოყენებული იყო სწორედ კომპლექსური მიდგომები, მოსახლეობასთან კონსულტაციები, მათი საჭიროებების კვლევა, უწყებათშორისი მჭიდრო თანამშრომლობა, სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვება, რაც საბოლოოდ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არაერთი ახალი პროგრამისა თუ ქვეპროგრამის შემუშავების საფუძველი გახდა. 

სექტორთშორისმა თანამშრომლობამ მუნიციპალიტეტის სოციალურ პოლიტიკაზე დადებითი გავლენა იქონია. კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი გამოწვევის, უმუშევრობის და დასაქმების დასაძლევად შემუშავებულია ახალი ქვეპროგრამები, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქისათვის, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, სოფლებს შორის ტრანსპორტით გადაადგილების სირთულე  დაძლეულია.

სპეციალური ჯგუფებიდან, სადაც გამოვყოფთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ხანდაზმულებს, ბავშვიან ოჯახებს, ეთნიკურ უმცირესობებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პროგრამები გაუმჯობესებულია და გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი გავლენის მომტანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაზე. 

შემუშავებულია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და თანამონაწილეობით მომზადდა. იგი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს და განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარებას, მომავალი 4 წლის განმავლობაში. დოკუმენტის არსებობა ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტს აქვს გრძელვადიანი ჩამოყალიბებული ხედვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. მასში ასახული თითოეული პროგრამა/ქვეპროგრამა მდგრადია და ორიენტირებულია ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის ზრდაზე, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოწყვლად საზოგადოებას,  გადადგან ნაბიჯი, დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე.