ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურმა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებთან (GIZ) პარტნიორობით, შეიმუშავა მომხმარებელთა უკუკავშირის მართვის მექანიზმი მუნიციპალური ტრანსპორტისა და მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის საჭიროებამ აჩვენა, რომ უკუკავშირის მექანიზმების დახვეწა და ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვა აუცილებელია. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ უფრო ეფექტურად შევაგროვოთ, გავაანალიზოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია, რათა მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდება უფრო კომფორტული და ხარისხიანი გავხადოთ.
უკუკავშირის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირით მიღებული ინფორმაციის სისტემატიზებული ფორმით აღრიცხვა, მუნიციპალიტეტს გააჩნია გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შემუშავებული უკუკავშირის აღრიცხვის ფორმები, რომელიც უკუკავშირის სხვადასხვა წყაროს და საშუალებით შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას აადვილებს. ამასთან, ინფორმაციის აღრიცხვის ფორმები მარტივად შესავსებია და შესაბამისი თანამშრომლების სამუშაო ტვირთის მნიშვნელოვან ზრდას არ იწვევს.