წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ქალაქი + 45 სოფელი) სტატისტიკურად 5000-ზე მეტი პირი თუ ოჯახი სარგებლობს სოციალური სერვისებით (მათ შორის სათნოების სახლის მომსახურებით, შინ მოვლის პროგრამით, შშმ პირების დახმარებით, სხვადასხვა დაავადების მქონდე ბავშვებისა და ზრდასრულების მკურნალობისა და ოპერაციების ნაწილობრივი დაფინასებით და სხვა) .
სტატისტიკურად ყველაზე მეტი მომართვიანობა მოდის სოციალურად დაუცველ ბავშვიანი ოჯახებიდან. გარდა ზემოთჩამოთვლილი საჭიროების მქონდე ადამიანებისა თუ ოჯახებისა, მოსახლეობასთან უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების შეხვედრების დროს ვლინდება კიდევ სხვადასხვა ტიპის სოციალური მოთხოვნები, რაც მეზობლების, უბნის წარმომადგენლებისა თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ, კონკრეტული შეჭირვებული ოჯახების დასახელებას და მათთვის საცხოვრებელი პირობებისა თუ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, თვეში ერთხელი (მინიმუმ) მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ოფიციალური თათბირი - კონსულტაციები თავიანთ სამოქმედო ტერიტორეიბზე მსგავსი სოციალური პრობლემის მქონდე ოჯახების გამოვლენისა და შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.
ყოველდღიურ რეჟიმში მერის წარმომადგენლებს სატელეფონო თუ ონლაინ კავშირი აქვს უშუალოდ მერთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, იგიგმება შემოდგომი ნაბიჯები.
სწორედ ასეთი მჭიდრო კომუნიკაციების შედეგად მიმდინარე წლის ბიუჯეტში გამოიკვეთა საჭიროება გაზრდილიყო სოციალური პროგრამები, რაც არა მხოლოდ უშუალოდ ოჯახების ერთჯერადად მატერიალურ უზრუნველყოფაზე, არამედ უფრო მდგრად მიზნებზე- ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებაზე იმუშავებდა.