2016 წელს პოლონურმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი" საქართველოში დაიწყო
თანამონაწილეობითი/სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის პოპულარიზაცია. პროექტში აქტიურად ჩაერთო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი. მერის ბრძანებით განისაზღვრა პროექტის ფუნქციონირების წესი/მეთოდოლოგია, განისაზღვრა ბიუჯეტის მოცულობა და დაიწყო პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა
ჩართულობის უზრუნველყოფას.