პროექტი გულისხმობს ქ.რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაციას. საჭიროებების კვლევისა და პრობლემების ანალიზის შედეგად შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვით გადამზადდა ბაგა-ბაღების სრული პერსონალი და დაინერგა ახალი სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ჰუმანური სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს.