ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ხონის მუნიციპალიტეტი 4. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება (2024) 20-11-2024

ხონის  მუნიციპალიტეტში აღინიშნება ქალთა დაბალი აქტიურობა,  როგორც სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის თვალსაზრისით.  მმართველობით პროცესებთან მიმართებაში ქალები ნაკლებად იჩენენ ინიციატივას და თითქმის არ აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს.

მოცემული გარემოებების გამომწვევი მიზეზია საზოგადოებაში დაბალი ცნობიერება, სტერეოტიპები და სხვა. ადგილობრივი ხელისუფლების  მიზანია, შესაძლებლობის ფარგლებში, შეამციროს ის ბარიერები, რაც განაპირობებს ქალების დაბალ აქტიურობას საზოგადოებრივ საქმიანობაში, რათა არ დაიკარგოს ქალთა შესაძლებლობები, გაჟღერდეს მათი საჭიროებები. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია განხორციელდეს  ქალთა წამახალისებელი ღონისძიებები, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გენდერულად დაბალანსებული.   

ქალთა ხელშეწყობის  მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტი  წლებია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფას, მარტოხელა მშობელთა და მრავალშვილიანი ოჯახების ფულად დახმარებას, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხონში ფუნქციონირებს სათემო განათლების ცენტრი, სადაც პიროვნული და პროფესიული განვითარების მოკლევადიან კურსებს უფასოდ სთავაზობენ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 

ასევე, მუნიციპალიტეტში შექმნილია საკრებულოს  გენდერული თანასწორობის საბჭო,რომლის სამოქმედო გეგმაც დიდწილად სწორედ ქალთა საჭიროებების მოგვარებას ითვალისწინებს. მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში მუშაობს სპევციალისტი , რომელიც პასუხისმგებელია გენდერულ საკითხებზე და წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ, საინფორმაციო და შემეცნებით აქტივობებს. გენდერულად მგძნობიარე საკითხებზე რეაგირებისთვის ხონს ასევე აქვს შესაბამისი ბიუჯეტი ( კოდი: 01 01  05)


მიუხედავად  არსებული შეთავაზებებისა, საჭირო გახდა ღონისძიებების  კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, რაც წაახალისებდა ქალებს, რომ ყოფილიყვნენ მეტად აქტიურები. 

2024 წლის პროგრამული გენდერული ბიუჯეტის   აღწერილობით ნაწილში  გათვალისწინებული იქნა ღონისძიების დაფინანსება, რომელიც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის წახალისებას.

ხშირ შემთხვევაში, ქალებს არ აქვთ ინფორმაცია მუნიციპალური აქტივობების შესახებ, თუ აქვთ ინფორმაცია,  თავს იკავებენ და არ ერთვებიან პროცესებში, ან არ იციან რა ფორმით უნდა ჩაერთონ.  მაგალითად,  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში , ხონის მუნიციპალიტეტში 2023 წლამდე  გამართულ სოფლის კრებებსა და დასახლების საერთო კრებებში ქალთა მონაწილეობა იყო ძალიან მინიმალური. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებები და სოფლად განხორციელებული პროექტები  ძირითადად მამაკაცთა საჭიროებებს ასახავდა და ამ პროცესში ქალთა ხმა თითქმის არ ისმოდა.  ადგილობრივი ხელისუფლებისათვის  ცხადი გახდა , რომ საჭირო იყო ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელება და კონკრეტული ღონისძიების განხორციელება ,  რათა განსაკუთრებით ქალებისთვის დეტალურად ახსნილიყო ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, არსი, მიზანი და ამ პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობა.

ხონის მუნიციპალიტეტის   მერიის  ორგანიზებით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, განხორციელების დაწყების შესახებ მუნიციპალიტეტში მცხოვრებს მოსახლეობას ეცნობა კოლექტიური სმს შეტყობინებით. საჯარო დაწესებულება  მოქალაქეებს მოუწოდებდა  , რომ იწყებოდა დასახლების/ სოფლის კრებები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროცესში ქალთა ჩართულობა. იქვე, განემარტათ, რომ ადგილობრივი გენდერული ბიუჯეტიდან  დამატებითი ფინანსური რესურსი გამოიყოფოდა იმ სოფლისთვის, სადაც ყველაზე მეტი ქალი დაესწრებოდა დასახლების/სოფლის კრებას.

მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ სმს საინფორმაციო კამპანიას და წამახალისებელი ღონისძიების შინაარსს პოზიტიური შედეგები მოჰყვა. 2024 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების/ სოფლის კრებებს ძალიან ბევრი ქალი დაესწრო. ბევრი მათგანი აღნიშნავდა , რომ სმს შეტყობინება მიიღეს და საჭიროს ჩათვალეს კრებას დასწრებოდნენ, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ და ამა თუ იმ პროექტისთვის მხარი დაეჭირათ.

 მუნიციპალიტეტის მიერ დასახლების/სოფლის კრებებზე დამსწრეთა სტატისტიკური ანალიზის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული სოფელი გოჩა-ჯიხაიში, სადაც დასახლების კრებას პროცენტულად ყველაზე მეტი ქალი დაესწრო.

მოსახლეობასთან დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე ( სადაც ასევე უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ) გადაწყდა, რომ ადგილობრივი გენდერული ბიუჯეტიდან განხორციელდება სოფლის დამისამართება (მოხდება საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნომერაცია) , რაც ცალსახად გენდერულად მგძნობიარე პროექტია და სამომავლოდ სტუმრებს, ტაქსებს, სამაშველო და  სასწრაფო დახმარების მანქანებს გაუადვილებს საჭირო მისამართზე მისვლას. პროექტი ასევე გაალამაზებს სოფლის იერსახეს.ყველაზე მნიშვნელოვანი, აღნიშნული პროექტი განხორციელდა ქალთა ჩართულობის დამსახურებით, რაც სამომავლოდ მოტივაცია უნდა გახდეს სხვა სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის!