ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოეწყო მრავალფუნქციური სოციალური სივრცე. პროექტის განხორციელება განაპირობა ქალაქში დასვენებისა და გართობის თანაბარი შესაძლებლობების მქონე სივრცეების დამატებით საჭიროებამ.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ურბანული სივრცეების კეთილმოწყობას, მოკლებული იყო შესაძლებლობას, შექმნილიყო ადაპტირებული სივრცე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სწორედ ამიტომ, დონორი ორგანიზაციის ფინანსური დახმარებით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში შეიქმნა მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გათვლილი არის შშმ პირთათვის. მთავარი გამოწვევა, რომელიც ხელს უშლიდა პარკის ადაპტირებას ყველა პირისთვის, დამოკიდებული იყო ფინანსებზე, ბიუჯეტის სიმწირიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა სრული დაფინანსებით პროექტის განხორციელება. დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ასევე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით და ჩართულობით კი სწორად დაიგეგმა პროექტის განხორციელების ეტაპები, გამოიკვეთა საჭიროებები და შედეგად ქალაქში გაჩნდა ახალი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც უკვე აკმაყოფილებს ყველა პირის საჭიროებას, არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და უკვე თანაბარ პირობებში შეუძლია ყველა პირს ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში, რაც სამომავლოდ დაგეგმილი იქნება აღნიშნულ სივრცეში.