„მწვანე ქალაქების“ პროექტი ეხმიანება შავი ზღვის რეგიონში სწრაფი ურბანიზაციის და ინდუსტრიალიზაციის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით და სოციო-ეკონომიკურ გამოწვევებს.მისი ძირითადი ფოკუსია დაბინძურების შემცირება მწვანე არეალების განვითარებით. ასევე, ბიომრავალფეროვნების აღდგენა და ჰაერისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება რეკრეაციული ზონა" მშვიდობის პარკი“ და შემუშავდება ზუგდიდის მწვანე ქალაქის კონცეფცია. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (EU Black Sea CBC) ფარგლებში.