ქუთაისი - ეკო სმარტ ქალაქი, მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი, როგორც გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობის წარმატებული გამოცდილება.

ქუთაისი 6. გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა (2024) 19-11-2024

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ინიციატივის ფარგლებში UNDP და EU საგრანტო პროექტით  შეიმუშავა „ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი „ქუთაისი - ეკო სმარტ ქალაქი“, რომელიც ფოკუსირებულია გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებაზე მწვანე გადაწყვეტილებებით. ეს მოიცავს განახლებადი მზის ენერგიის წყაროების ხელშეწყობას, ნარჩენების მართვისა და სეპარირების ეფექტური სისტემების უზრუნველყოფას, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტის წახალისებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და მოქალაქეთა „მწვანე ქცევის“ ჩამოყალიბებას. ტრანსფორმაციის პორტფელის ფარგლებში საცდელი ინტერვენციები წარმოადგენს ქუთაისში მდგრადი გადაწყვეტილებების დემონსტრირებას. თავის მხრივ ტრანსფორმაციის პორტფელი პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG).