ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ“ ტურიზმის მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, რეგიონის და ქალაქ ქუთაისის უნიკალური პროდუქტების შემუშავების მიზნით გამოიჩინა ინიციატივა შექმნილიყო თანამედროვეობასთან მორგებული ციფრული თამაში „ოდისეა საქუთაისო“.
„ოდისეა: საქუთაისო“ ეს არის ინტერაქტიური სატელეფონო თამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქუთაისის ისტორიული, კულტურული და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას. თამაში აერთიანებს ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას, არქიტექტურულ მემკვიდრეობას, ლეგენდებსა და ავთენტურ ესთეტიკას. მისი მეშვეობით, მოთამაშეები და ტურისტები მოგზაურობენ ქუთაისში და ეცნობიან კულტურულ ადგილებს და ღირსშესანიშნაობებს თანამედროვე ინოვაციური ფორმით.