,,თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“

,,თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“

,,თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი“
დმანისის მუნიციპალიტეტი 11. ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტი-დისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობა (2024) 15-11-2024

მზარდი ტექნოლოგიური გამოწვევებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მოზარდი თაობის და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლიერება და მეორეს მხრივ, თაობათაშორისი ურთიერთობების, ცოდნის და უნარების ურთიერთგაძლიერება  ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების დაინტერესებითა და პროექტში მათი ჩართულობით.

      6.2  ,,მხარდაჭერის სახლისა“  და ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებისათვის მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი, სადაც  დაგეგმილია უფროსი თაობის რესოციალიზაცია,  მათი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა, ასევე  მოზარდი თაობის ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ - ჩვევების გაძლიერება. პროექტი მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო ორგანიზაციის თანამშრომლობით, ქმნის მდგრად, ინოვაციურ სოციალურ მომსახურებას.

6.3 პროექტი უზრუნველყოფს:

  • კოდინგის საბაზისო უნარების ტრენინგის ჩატარებას ახალგაზრდა ლიდერებისთვის (16-18 წლის ასაკის 8 ახალგაზრდა ლიდერისთვის);
  • კოდინგის საბაზისო უნარების სასწავლო კურსის ჩატარება ააიპ ,,სათნოების სახლის“ ბავშვებისთვის (15 ბავშვი);
  • ინგლისური ენის ერთობლივი სწავლება ხანდაზმულების და ბავშვებისთვის ( 17 მონაწილე)