ახმეტის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი
ახმეტის მუნიციპალიტეტი 1. მოქალაქეთა მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და მათი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე (2024) 15-11-2024

    ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი" მუნიციპალიტეტის მასშტაბით აორგანიზებს სახალხო და კულტურულ ღონისძიებებს. 2015 წლიდან, კულტურული ღონისძიებების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ქ.ახმეტის ახლადრეაბილიტირებულ  კულტურის სახლში. სახალხო/კულტურულ ღონისძიებებზე საზოგადოების მხრიდან დიდმა დაინტერესებამ და მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა სახალხო თეატრის დაარსება, რომელმაც ოფიციალურად ფუნქციონირება დაიწყო 2022 წლის აგვისტოდან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ დადგმული სპექტაკლები დიდი პოპულარობით გამოირჩევა ადგილობრივ მოსახლეობაში.

    მრავალწლიანი უმოძრაობის შემდეგ შექმნილი სახალხო თეატრი გახდა მოთხოვნადი და პოპულარული მუნიციპალიტეტის მასშტაბით. დაინტერესება მაღალია არა მხოლოდ გამართული სპექტაკლების ყურების მხრივ, არამედ მასში მონაწილეობის მიღების მსურველთა მხრივაც.

    2022 წლის აგვისტოდან დღემდე დაიდგა 4 სპექტაკლი - „ბახტრიონის აჯანყება“ (დაიდგა 2-ჯერ); „გარიყულნი“ (1 დადგმა); „ვიდრე ცოცხლები ვართ“ (1დადგმა ); „ახმეტური ჩანახატები“ (დაიდგა 3-ჯერ); ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა 3 ახალ სპექტაკლზე: „არ დამივიწყო“ რეზო მიშველაძის ერთმოქმედებიანი პიესის მიხედვით; „ენა, მამული სარწმუნოება“; „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, რომელიც მიეძღვნება ჩვენი მუნიციპალიტეტის  სახელოვანი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლისთავს.   მსახიობების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ ჩვენს სპექტაკლებში, შეადგენს 22-ს.

    სახალხო თეატრის ჩამოყალიბებით გაიზარდა ახალგაზრდების დაინტერესება კულტურითა და თეატრით. ჩვენდა სასიხარულოდ ბავშვებისა და მოზარდების მომართვიანობამ საფუძველი ჩაუყარა სახალხო თეატრის ბაზაზე საბავშვო თეატრის - ,,აპოთეოზის“ ჩამოყალიბებას საბავშვო თეატრს დღემდე დადგმული აქვს 3 სპექტაკლი - „წრე“, „ჭადრის ჩრდილი“ და „კარგად ნაცნობი უცნობები“. აღსანიშნავია, რომ „ჭადრის ჩრდილი“ წარმატებით წარადგინეს სხვა მუნიციპალიტეტშიც, სულ - 5 დადგმა. მოსახლეობის და მონაწილეების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე ახალ სპექტაკლებზე მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

    ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა“ მონაწილეობა მიიღო კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, სადაც გაიმარჯვა და მიღებული დაფინანსებით შეიძინა სასცენო აღჭურვილობა (სასცენო ფარდა და განათება).