ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო
ახმეტის მუნიციპალიტეტი 8. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა (2024) 15-11-2024

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 17 ივლისს ,,2020-2030 წლებისათვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო, რომლის შედეგადაც გაიზრდება ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ დამტკიცდა 2021-2024 წლის ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიის მიზნები:

  1. ახალგაზრდების მხარდაჭერა (ასაკი- 14-29 წელი)
  2. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა
  3. ახალგაზრდების განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა.

სტრატეგიის ამოცანები:

  1. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა.
  2. ახალგაზრდებისათვის საკუთარი იდეებისა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა.
  3. ახალგაზრდების დასაქმება და მეტი შესაძლებლობის მიცემა ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრების შერჩევა ხდება ორ ეტაპად (განახადების გადარჩევა; გასაუბრება) განაცხადის შემოტანის უფლება აქვს 14-29 წლის ახალგაზრდას, რომელიც ცხოვრობს ახმეტის მუნიციპალიტეტში.

საბჭო შედგება 20 ძირითადი და 20-ზე მეტი ასოცირებული წევრისაგან, რომლებიც აირჩევიან მერის მიერ 1 წლის ვადით. მათი  საქმიანობა მოხალისეობრივია.  საბჭოს კურირებს მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური.

საბჭოს წარმომადგენლები ინტერესის სფეროს მიხედვით გადანაწილებულნი არიან შემდეგ  კომიტეტებში:

  1. სოციალური/ადამიანის უფლებები 2. კულტურა 3. განათლება 4. სპორტი გარემოს დაცვა/ტურიზმი.
  2. 2023 წლის 6 მაისს შეირჩა ახალი მრჩეველთა საბჭო, რომელთაც დღეის მდგომარეობით განახორციელეს 12 სოციალური აქტივობა.

საბჭოს წევრები აქტიურად ახორციელებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს, წევრები დაეხმარნენ 10-შშმ და სოციალურად დაუცველ ოჯახს საყოფაცხოვებო პორბლემების მოგვარებში- სახლის, ეზოს დალგაება/დასუფთავებაში, შემოდგომის მოსავლის აღება/დაბინავებაში. შეშის დაპობა/დალაგებაში.

მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო აქტიურად ესწრება და ატარებს ლექცია-სემინარებსა და  ტრენინგებს კულტურულ-საგანმანათლებლო და  შემეცნებით  თემებზე:

  • ქართული ენის და ლიტერატურის საფუძვლები ● რელიგია,
  • ეროვნულ საგამოცდო სისტემაში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები;

 

ცნობიერების ამაღლების მიმართულებით :

√ ფემიციდი√ გენდერი √ ადამიანის უფლებები √ ნაადრევი ქორწინება

კამპანიები: ● არა ძალადობას ! ● არა ვანდალიზმს ! ● ნიკოტინის მოხმარება ახალგაზრდებში; ● ნარკოდამოკიდებულება; ● ლუდომანია;

  • დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ესეების კონკურსის თანაორგანიზება.

ამასთანავე, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო საკუთარი აქტივობებით ჩართულია  მუნიციპალურ ყველა ღონისძიებაში.

ახალგაზრუდლი მრჩეველთა საბჭოს ინიციატვით დაარსდა ახალგაზრდული ფესტივალი, რომელიც 2024 წელს მეორედ გაიმართა. ფესტივალში ჩართული იყო 1000-მდე სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა, როგორც მონაწილის, ასევე მაყურებლის ამპლუაში. ფესტივალი დატვირთულია სვადასხვა აქტივობებით:

  • მარათონი;
  • სამაგიდო და სხვა გასართობი თამაშები;
  • მუნიციპალიტეტში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების საგამოფენო სტენდები და პრეზენტაციები;
  • ადგილობრივი მეწარმეებისა და კვების ობიექტების გამოფენა-გაყიდვა;
    ● სახის მოხატვა; ხელით ხატვა/ პლენერი;
  • ფერების ფესტივალი;

ახმეტის მერის  მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭო რეგიონში ცნობილია თავისი აქტიური, ნაყოფიერი და მრავალფეროვანი მუშაობით. 2024 წლის 5 აპრილს საბჭოს წევრები მიწვეულნი იყვენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.