1.1. „სოციალური სერვისების გავლენის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“
1.1. „სოციალური სერვისების გავლენის შეფასების მექანიზმის შემუშავება და დანერგვა“
დმანისის მუნიციპალიტეტი
9. მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა (2024)
15-11-2024
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მომსახურებები მოსახლეობას მიეწოდება როგორც ცენტრალური ასევე მუნიციპალური პროგრამების საშუალებებით. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე აღნიშნული მიმართულების ბიუჯეტები ზრდადია, მოსახლეობის ცხოვრების დონე და კეთილდღეობა კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევად რჩება.
ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული პროგრამების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან. მუნიციპალიტეტს გააჩნია საკმარისი სამართლებრივი საფუძველი დამოუკიდებლად დაგეგეგმოს, შეიმუშაოს და განახორციელოს პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა მიზანი მოსარგებლე ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა იყოს.
საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს, რაც გულისხმობს გარკვეული ფუნქციების განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან, რამდენადაც სწორედ ისინი არიან მოსახლეობასთან ახლოს და ყველაზე მეტად იციან მათი საჭიროების შესახებ. სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს უნდა გააჩნდეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალური პროგრამები ითვალისწინებდეს ადგილობრივი თემის საჭიროებას და მიმართული იყოს ამ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებების განვითარებაზე, რომლის მიზანი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების გრძელვადიანი მხარდაჭერა და გაძლიერება იქნება.
ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალური სერვისების მიწოდება მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამების საშუალებით ხდება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ შეღავათებს უმთავრესად ღარიბი და დაუცველი მოსახლეობისთვის. დახმარების მიმღებთა კატეგორიებია: სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები, შშმ პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ობოლო ბავშვები და ა.შ.
ადგილობრივ დონეზე პროგრამების შედგენის და ბიუჯეტირების ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დაგეგმვის პროცესიდანვე ის ორიენტირებული იყოს შედეგებზე. უნდა ჩანდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ პროგრამაშიჩადებულ რესურსებსა და მიღებულ შედეგებს შორის.
დმანისის მუნიციპალიტეტი, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენი 63 მუნიციპალიტეტი, არ ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების გავლენის შეფასებას (Impact Evaluation).
უფრო მეტიც, აღსანიშნავია, რომ ასეთი შეფასების სისტემა/მექანიზმი ასევე არ არსებობს ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახლა მუშაობს ასეთი მექანიზმის დანერგვა