ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის პირველი 5 წლიანი ეტაპი, რომელიც მოიცავდა 2018 – 2022 წლებს, წარმატებით დამთავრდა და შესრულდა გეგმის მთავარი სტრატეგიული ამოცანა: მყარი ნარჩენების მართვის სერვისის ერთნაირად მიწოდება როგორც ქალაქის, ასევე სასოფლო - ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასა და კომერციულ სექტორისათვის. მიღწეული იქნა, როგორც მოსახლეობის, ასევე ეკონომიკის სექტორის მიერ წარმოქმნილი მყარი ნარჩენის შეგროვება და მთლიანად გაზიდვა ნაგავსაყრელში.
ნარჩენების მართვაში უმნიშვნელოვანესი მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების რაც შეიძლება მინიმუმამდე დაყვანა, ამ მიზნის სრულად შესრულებას სჭირდება გარკვეული პირობების შესრულება:
მოქმედი ნაგავსაყრელები არ არის თანამედროვე ტიპის და ვერ უზრუნველყოფს გარემოს დაცვის მთავარ პრინციპებს. აქედან გამომდინარე მოსახლეობისა და ეკონომიკის სექტორის მიერ წარმოქმნილი ნარჩენი ნაგავსაყრელში კი არ უნდა გაიზიდოს, არამედ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება - რეციკლირება და ნაგავსაყრელში უნდა მოხვდეს მხოლოდ ის მასა, რომლის გადამუშავებაც არ არის შესაძლებელი.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის მეორე 5 წლიანი სამოქმედო პერიოდის მთავარი პრიორიტეტია არა მარტო მოსახლეობისა და ეკონომიკურ სექტორიდან ნარჩენების შეგროვება, სისუთავის დაცვა და მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელში გატანა, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რეციკლირება და ნედლეულის ცირკულარულ ეკონომიკაში დაბრუნება.