მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი - ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში

მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი - ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში

მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი - ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში
ბათუმი ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა 2023 20-11-2023

UNDP-სთან თანამშრომლობით მიმდინარე, ევროკავშირის (EU) აღმოსავლეთ პარტნიორობის სამდივნოს ინიციატივის მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) მეორე ფაზის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოიპოვა გრანტი მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით. პროექტის საწყისს ეტაპზე ჩვენ-მერიის გუნდმა UNDP-თან  და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად დავაიდენტიფიცირეთ ქალაქის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები სოციალური, ეკონომიკური, კლიმატის, ტრანსპორტის და ნარჩენების მართვის მიმართულებით  (უმუშევრობა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, ნიჭიერი ახალგაზრდების გადინება; უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის არასაკმარისი ორიენტაცია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე; სამოქალაქო აქტივიზმის დაბალი დონე, მონოფუნქციური ეკონომიკა, კლიმატის ცვლილების მავნე ზეგავლენა და ა.შ.), თუმცა ფოკუსირების არე ეკონომიკაზე შევაჩერეთ. მიზეზი, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი ეკონომიკაზე. გახლდათ მისი მონოფუნქციური ხასიათი - მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი მოწინავე პოზიციას იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში, იგი ძირითადად ორიენტირებულია ტურიზმსა და სამშენებლო სექტორზე, რომელთაგან პირველი არამდგრადი და სეზონურია, ხოლო მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში მილევადია, გარდა ამისა ამ მიმართლებით არსებული გამოწვევების მოგვარება დადებით გავლენას მოახდენს სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

თანდართული დოკუმენტები/მასალები