იმისათვის, რომ გაზრდილიყო მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაძლიერებულიყო მუნიციპალიტტეში მომუშავე ყველა თემატური საბჭო, გაზრდილიყო მოქალაქეებში ცნობირება სამოქალაქო ჩართულობის კუთხით და ამაღლებულიყო თავად საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია სამოქალაქო ჩართულობის საკითხებში:
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები, შშმ პირები, ქალები, თემატური საბჭოების წევრები, მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტზე სამუშაო ჯგუფის წევრები.
განხორციელებული ქმედებების შედეგად:
მხარდაჭერილ იქნა მოწყვლადი ჯგუფების სჭიროებები და თავად ჩაერთნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეხვედრების ფარგლებში(19 შეხვედრა 19 ადმინისტრაციულ ერთეულში);
ამაღლდა ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა და გაიზრდა მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე.
გაიზარდა მერის წარმომადგენლების და საკრებულოს დეპუტატების ცოდნა სამოქალაქო ჩართულობის კუთხით, თითოეული მათგანი პრაქტიკულად ჩაერთო შეხვედრების ორგანიზებაში.
გაიზარდა თემატური საბჭოების შესაძლებლობები და ეფექტურობა. მათ პრაქტიკულად პირველად ჩაატარეს შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი საჭიროებები მიიტანეს ადგილობრივ თვითმმართველობამდე.
ამასთან ხაზი უნდა გაესვას რომ მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ დოკუმენტზე(საშუალოვადინი განვითარების დოკუმენტი) მუშაობის პროცესი გახდა კიდევ უფრო მონაწილეობრივი და გარდა უშუალოდ 21 ადამინით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფისა( გავითვალისწინეთ რა საბაზისო შეფასების 2022 წლის რეკომენდაცია მოქალაქეების, ბიზნესის და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის გაძლიერების შესახებ და შევქმენით 21 ადამიანისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამტკიცდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე და თავის მხრივ საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს აერთიანებს), მუშავდება მოქალაქეთა უშუალო ჩართულობით და თემატური საბჭოების მონაწილეობით.
გაიზარდა თავად პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრების (მერის მრჩეველი სამოქალაქო საკითხებში; გენდერზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამავდროულად არის „ქალთა ოთახის“ მენეჯერი) პრაქტიკული გამოცდილება თავიანთ სამუშაო თემატიკაზე.