"საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის" ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-დან 17 წლამდე ახალგაზრდები სწავლობენ სამსახიობო ხელოვნებას, კინორეჟისურას, მონტაჟს და სხვა. ბავშვები თავად წერენ სცენარს და იღებენ ფილმებს გამოცდილი მენტორების დახმარებით.