„2024-2030 წლებისთვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტის კონცეფცია“ და „2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. დოკუმენტის შექმნის პროცესს ასევე ხელს უწყობდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. პოლიტიკის დოკუმენტები მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და მიდგომების (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 264, 15 თებერვალი 2022 წელი), ასევე საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის გათვალისწინებით.