დუშეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა

დუშეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა

დუშეთის  მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა
დუშეთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა 2023 17-11-2023

დუშეთის მუნიციპალიტეტში ბიზნეს სექტორი გამოირჩევა დაბალი ეფექტიანობით, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება დასაქმების მაჩვენებელსა და სოციალურ მდგომარეობაზე. ადგილობრივი ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები - აგრარული სექტორი და ტურიზმი, მიუხედავად განვითარების კარგი პოტენციალისა, ნაკლებად პროდუქტიულია. ოჯახების, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა, ტრადიციული მეურნეობით ან ნაკლებად რენტაბელური ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული. დიგიტალიზაციის, გადამუშავების, ტექნიკის და მარკეტინგის დაბალი დონე აფერხებს კონკურენტუნარიანი მცირე ბიზნესის ჩამოყალიბებას. ხშირად ადგილობრივი საოჯახო თუ სხვა მცირე მეურნეობების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ბიზნეს პროცესებისა და ბიზნესის დაგეგმვის არასაკმარისი ცოდნაა. პრობლემას აღრმავებს რეგიონთან და ქვეყანასთან შედარებით მაღალი მედიანური ასაკი და დასახლებათა დიდი ნაწილის დეპოპულაცია. სოფლად მცხოვრები ოჯახები, ქალები და მამაკაცები საჭიროებენ ერთგვარ დახმარებას, სტიმულირებას „გარედან“, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო დონორი ორგანიზაციების მხრიდან.

პროექტის განხორციელებით მუნიციპალიტეტმა დანერგა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ერთგვარი მასტიმულირებელი მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ერთეული ბიზნეს სუბიექტების დაფუძნებას/განვითარებას, არამედ ერთგვარად „აცოცხლებს“ პასიურ ეკონომიკურ გარემოს. პროექტის აქცენტების გათვალისწინებით, მისი განხორციელებით გაიზარდა ოჯახების, და განსაკუთრებით ქალი განმცხადებლების ეკონომიკური აქტივობა.