მონაწილეობითი ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ალტერნატიული მექანიზმი, წარმოადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი ხორციელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.