ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის მათი, როგორც ინდივიდებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრების განვითარების მხარდამჭერ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს თვითოეულის პოტენციალის სრულად გამოყენებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობას. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განსხვავებული სტრუქტურის მქონე ორდონიანი ახალგაზრდული საბჭო, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის თხუთმეტივე თემში შექმნილ ,,თემის ახალგაზრდულ საბჭოს" და მერის სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს". თითოეულ ,,თემის ახალგაზრდულ საბჭოს" ჰყავს წევრები, ამავე თემში მცხოვრები 14-29 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც თავად ირჩევენ - ლიდერს. თემის ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ არჩეული ლიდერები, მერთან ქმნიან სათათბირო ორგანოს ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს". ყოველივე ხელს უწყობს, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მოტივაციის ზრდას და მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდული პრობლემებისა და გამოწვევების უკვეთ მოგვარებას. ამასთან, დადებით გავლენას ახდენს ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა სარისკო ქცევებისადმი (სიგარეტი, ალკოჰოლი, თამაშები) მიდრეკილება, გაჯეტებისადმი დამოკიდებულების შემცირება, მიგრაციის სურვილი, სამოქალაქო ჩართულობის დაბალი მაჩვენებლის ზრდა და ა.შ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნილი ორდონიანი ახალგაზრდული საბჭო დღეს 300-მდე ახალგაზრდას აერთიანებს. წლის განმავლობაში ახალგაზრდებისთვის არაერთი სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა ხორციელდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი, ახალგაზრდებს, აძლევს შესაძლებლობას დააფინასოს მათი ინიციატივები, რომელიც თემის ახალგაზრდების საჭიროებებზი იქნება ორიენტირებული და ამით უფრო მეტად ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების პროცესებში.