შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დედების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მუნიციპალური პროგრამის დანერგვა და მცირე ბიზნეს იდეების დაფინანსება.

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დედების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მუნიციპალური პროგრამის დანერგვა და მცირე ბიზნეს იდეების დაფინანსება.

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დედების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მუნიციპალური პროგრამის დანერგვა და  მცირე ბიზნეს იდეების დაფინანსება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება 2023 15-11-2023

  • გამოწვევა - პრობლემის მნიშვნელოვანი გარემოებების მითითება;
  • ნებისმიერ ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ესაჭიროება ზრუნვა და მხარდაჭერა გარშემომყოფების მხრიდან. ზრუნვა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ადამიანის კეთილდღეობისთვის შესრულებული მექანიკური ქმედებები. მას აქვს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მხარე. არაერთგვაროვანია ზრუნვის გამოხატულებები და მისი აღქმა. რაც მთავარია, ზრუნვას აქვს გენდერი.

შშმ პირთა, განსაკუთრების ბავშვების დედების ცხოვრებისეულ გამოცდილებას ბევრი საერთო აქვს სხვა დედების გამოცდილებასთან, თუმცა მათ ყოველდღიურად უწევთ უამრავ ისეთ დაბრკოლებასთან გამკლავება, რაც არა შშმ შვილების დედებისთვის უცხოა.  შშმ პირთა დედების ყოველდღიური პრობლემები უფრო მეტად იკვეთება შშმ თემის წარმომადგენლების პრობლემებთან, თუმცა ისინი ამ ჯგუფიდანაც განცალკევებულნი არიან.

დედები პირდაპირ თუ ირიბად განიცდიან იმ დისკრიმინაციული პრაქტიკებისა თუ დამოკიდებულებების გავლენას, რაც მათი შვილებისკენ არის მიმართული. შეზღუდული შესაძლებლობების ფსიქოლოგიური და ემოციური ასპექტები ხდება როგორც შვილების, ისე დედების ცხოვრების ნაწილი.

შშმ პირების მშობლებისთვის არ არსებობს სტაბილური ფინანსური        დახმარება ან საგადასახადო შეღავათები. შვილების/ბავშვების უამრავი საჭიროებიდან და ხარჯიდან გამომდინარე, დედები მთელ შემოსავალს მათ მკურნალობას ახმარენ,

შშმ პირთა დედების დახმარების მუნიციპალური პროგრამა არათუ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, არც სხვა მუნიციპალიტეტში არ არსებობს, მით უფრო როცა ასეთი მუნიციპალური სერვისი გენდერულად მგრძნობიარეა და მისი დანერგვა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ფაქტორია ადგილობრივ დონეზე.

ქალებთან სხვადასხვა საჯარო შეხვედრების დროს წარმოდგენილი იქნა პრობლემა, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დედებს, განსაკუთრებით იმ დედების, რომლებიც შშმ შვილების გამო მიჯაჭვულები არიან ოჯახებს, არ აქვთ დასაქმების შესაძლებლობა და ეს ქმნის მათთვის მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოს, განსხვავებით მამებისგან, რომლებიც ძირითად შემთხვევაში დასაქმებულები არიან და სახლიდან გადიან.

 

  • წარსული გამოცდილება - როგორ ხდებოდა გამკლავება აღნიშნულ პრობლემასთან და რა უშლიდა ხელს მის აღმოფხვრას;

 

  • წარსული გამოცდილება კონკრეტულად ამ სამიზნე ჯგუფის მიმართ არ არსებობდა. გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მოძიებული იქნა, გაირკვა რომ შშმ პირების დედებისთვის, როგორც ქალებისთვის არასდროს ყოფილა რაიმე მუნიციპალური პროგრამა განსაზღვრული, მათთვის კონკრეტულად არც სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. ხელისშემშლელ გარემოებად გასულ წლებში შესაძლებელია ჩაითვალოს ის , რომ რომ არასოდეს გამოკვლეულა მათი საჭიროება და არ არსებობდა ამ სამიზნე ჯგუფის შესახებ სტატისტიკური მონაცემები.

 

  • პასუხი არსებულ გამოწვევაზე - მოკლე აღწერა და მიღწეული შედეგი

 

  • ზემოთ მითითებული მოცემულობის გამო მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან  „ქალები ქალებისთვის საინიციატივო შეხვედრები გურიაში“ თანამშრომლობით მოიძია რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მათ შორის ბავშვების დედა,  რომელიც ოჯახზეა მიჯაჭვული შვილთან ერთად და გაკეთდა ფოკუს ჯგუფების კვლევა სამ  თემში(დაბა ჩოხატაური, ბუკნარი, ხიდისთავი) . კვლევა ჩატარდა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გადამზადებული ადგილობრივი მოდერატორების საშუალებით, მოდერატორები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არიან.
  • კვლევის შედეგები წარდგენილი იქნა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე(იხ. სხდომის ოქმი), კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა პრობლემა, რომ შშმ პირის დედებს, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ოჯახზე და შვილებზე სურთ ფინანსური დახმარება, რომ შინამეურნეობა აქციონ შემოსავლიანად, ან წამოიწყონ მცირე მეწარმეობა (შემოქმედებითი, სოფლის მეურნეობის) მიმართულებით და ამით მიიღონ შემოსავალი, რაც მათ არსებულ რეალობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.
  • შესაბამისი საბიუჯეტო ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავდა და წარედგინა მუნიციპალიტეტის მერიას, რათა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამებს დამატებოდა შესაბამისი პროგრამა „შშმ პირთა დედების ეკონომიკური გაძლიერება“ და განსაზღვრულიყო კონკრეტული ბიუჯეტი.
  • საბიუჯეტო ინიციატივა მერიის მიერ გათვალისწინებული იქნა და  ბიუჯეტში  ( ქვეპროგრამის  კოდი 05 05 02 ) განისაზღვრა თანხა შშმ პირების დედების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო  5 000 ლარი, პროექტის მიმდინარეობის აქტუალურობიდან და ბენეფიციართა რაოდენობიდან გამომდინარე ცვლილება შევიდა ბიუჯეტში და დაზუსტდა დაფინანსების თანხა 10 000 ლარამდე.
  • პროგრამა წარმატებით მუშაობს, განაცხადი გააკეთა 13-მა ბენეფიციარმა, აქედან 11 დაკმაყოფილდა, 2 განაცხადი განხილვაშია.
  • მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად (მიზანი 2.; ამოცანა 2.1; 2.2; ) ინდიკატორები შესრულებულია, მომზადებულია საბიუჯეტო ინიციატივა და დაფინანსებულია 11 პროექტი, 2  - განხილვაშია (ეს მხოლოდ შშმ პირთა დედებთან მიმართებაში).
  • განხორციელდა პროგრამის მონიტორინგი, მონიტორინგის შედეგი გაზიარებული იქნა გენდერული თანასწორობის საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (იხ. ლინკი https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02TaKKrvDa4ncVWXEWLhBgAuVvTQa3SSfdSWWGhBp4PtgbZViEKyCdticfVjgfaY5Tl&id=100081856087312).მონიტორინგი გრძელდება.