„სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვა“

„სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვა“

„სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვის მიდგომის დანერგვა“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა 2023 14-11-2023

   "ბავშვთა უფლებათა კოდექსის", "სოციალური მუშაობის შესახებ" და "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ"  საქართველოს კანონის თანახმად გაიზარდა მუნიციპალიტეტის, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლებვის ფუნქცია და როლი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობა გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი სოციალური პოლიტიკის ერთიან ეროვნულ სისტემაში. საჭიროებაზე მორგებული დაგეგმვის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების შემუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვის გარეშე, შეუძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებში ეფექტიანი და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის გატარება. შესასრულებელი ამოცანების სწორად განსაზღვრისთვის აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტი ფლობდეს სრულ, სანნდო და გარკვეული პერიოდულობიზტ განახლებად ინფორმაციას მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებათა შესახებ. სწორედ ასეთი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა საჭიროებათა კვლევა. საჭიროებათა კვლევა არის მონაწილეობითი დაგეგმვის პროცესის ნაწილი, რომლის მიზანია მოწყვლადი ჯგუფებისა და ადგილობრივი თემის საჭიროებათა გამოვლენა და იგი წარმოადგენს მტკიცებულებებზე დამყარებული სოციალური პოლიტიკის საფუძველს. საჭიროებათა კვლევაუზრუნველყოფს ადგილობრივი სოციალური პოლიტიკისა და მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიზნით მოწყვლადი სამიზნე კატეგორიების საჭიროებათა გამოვლენას.