ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

ქალთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში
ხონის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება 2023 12-11-2023

2012 წლიდან მთელ საქართველოში  მოქმედებს  ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა,, დევიზით ,, აქტიური მოქალაქეები- ძლიერი მუნიციპლიტეტი,,!  პროგრამა განხორციელების რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

1.სახელმწიფო ორგანების მიერ თანხების გამოყოფა მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით.

2. მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის ინფორმირება და დასახლების საერთო კრებების/ კონსულტაციების  მომზადება - მოსახლეობის ინფორმირება.

3. სოფლის კრების ჩატარება / კონსულტირება.

4. პრობლემების გამოვლენა .

5. ხმის მიცემა.

6. პროექტის განხორციელება.

 ხონის მუნიციპალიტეტის 2012-2022 წლების სოფლის კრებებსა  და კონსულტაციებზე  დამსწრეთა სიების გენდერულმა ანალიზმა გვიჩვენა  , რომ პროექტის განხორციელების იმ ეტაპებზე (მე-3, მე-4, მე-5) , სადაც მნიშვნელოვანია მოქალაქეთა როლი ჩართული არიან მამაკაცემი და მათ შორის მხოლოდ 10 % არის ქალი. შესამაბისად, პროექტის განხორციელების პროცესში, დარღვეულია გენდერული ბალანსი. ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიმღებ პირებად გვევლინებიან მამაკაცები და სოფლებში ხორციელდება ის პროექტები, რომლებსაც მხარს მამაკაცები უჭერენ.    

ხონის მუნიციპალიტეტის  პრაქტიკა, მიმართულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებული გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდასა და გენდერული ბალანსის მიღწევას. კერძოდ, 2023 წლის ხონის მუნიციპალიტეტის  ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის მხრიდან დაიგეგმა ქალთა წამახალისებელი აქტივობები: მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით დაიგზავნა სმს შეტყობინებები, სადაც ხაზგასმით იყო მითითებული, რომ პროცესში მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობა და , განსაკუთრებით, ქალებს მოვუწოდეთ , რომ მონაწილეობა მიეღოთ სოფლის კრებებსა და კონსულტაციებში. შედეგად, 2023 წლის სოფლის კრებებისა და კონსულტაციების დამსწრეთა სიებში გაიზარდა ქალთა რაოდენობა დაახლოებით 15 %-ით. იქვე, დამსწრეთა სიების ანალიზის შედეგად, გამოვლინდა   3 საუკეთესო სოფელი , სადაც ქალთა ჩართულობა იყო მაღალი და დაიგეგმა  წამახალისებელი ღონისძიებები - გამარჯვებულ სოფლებს გამოეყო დამატებითი ფინანსური რესურსი რიგი ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის ღონისძიებებისთვის... შედეგად, სოფელ გოჩა- ჯიხაისში საჭირო ინვენტარით აღიჭურვა საბიბლიოთეკე სივრცე, ხოლო სოფლების გელავერსა და უძლოურში მცხოვრები ქალებისთვის დაიგეგმა გასვლითი შემეცნებითი ღონისძიება. მოცემული  შედეგების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ეს არის ამ სოფლებში მცხოვრებ ქალთა ,,მონაპოვარი,, , აქტიურობის პოზიტიური შედეგი, რაც აუცილებლად იქნები სტიმული სხვა სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. 

აღნიშნული პრაქტიკა გაგრძელდება, დაიხვეწება და  ახლო მომავალში ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, განხორციელების პროცესში გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას,  ხელს შეუწყობს გენდერული ბალანსის აღდგენას და  წაახალისებს ქალებს , რომ მონაწილეობა მიიღონ სოფლის კრებებსა და კონსულტაციებში, მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება და მამაკაცებთან ერთად, თანაბარ პირობებში,  მხარი დაუჭირონ იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც პრიორიტეტულად მიიჩნევენ.

პ.ს. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული პრაქტიკა განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე განხილული და მოწონებული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს მიერ.