დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაახლოებით 10% ხმარდება მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას. იმისათვის, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები მაქსიმალურად პასუხობდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამების შემუშავების პროცესს წინ უძღოდეს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესწავლა. 2022 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა და განხორციელდა ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების კვლევა. შედეგად, დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური პროგრამები ფოკუსირებულია კველვის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.