სამოქალაქო ბიუჯეტი პირდაპირი დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო მონაწილეობის ყველაზე მაღალ დონეს. პროცესის არსი მდგომაროებს იმაში, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. ისინი თავად განსაზღვრავენ პრობლემებს, პრიორიტეტებს და გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად წარმოადგენენ საკუთარ საპროექტო ინიციატივებს, რომელთა საბოლოო შერჩევაც ხდება მოსახლეობის მიერ და ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება.