2021 წლის 06 სექტემბერს ბათუმის მერიასა და UNDP-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დაიწყო UNDP -ს სწრაფი განვითარების ლაბორატორიის საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავდა, როგორც მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი აღჭურვილობის (ურნების) გადმოცემას, ასევე ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარებას.
ექსპერიმენტი გულისხმობდა სამი კრიტერიუმის გაზომვას:
პროექტი უშუალო განმახორციელებელს მუნიციპალიტეტის მხრიდან წარმოადგენდა შპს „სანდასუფთავება“, რომლის ჩართულობით განხორციელდა, როგორც ურნების დიზაინის, ასევე ლოკაციების შერჩევა. მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ლოკაციები ურნების განსათავსებლად შეირჩა მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შერჩეული გამჭვირვალე ურნები განთავსდა 3 ჯგუფად მუნიციპალური ურნების გვერდით. ნარჩენის გამოტანა ხორციელდებოდა ურნების მონიტორინგის გზით, ნარჩენით შევსებისთანავე საშუალოდ 8 დღეში ერთხელ. შპს „სანდასუფთავების“ მიერ ხდებოდა ამოღებული ნარჩენის მოცულობისა (კოლოგრამები) და ხარისხის განსაზღვრა.
ხოლო ზემოთ აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეწობდა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც წარიმართა ორი ტიპის სატესტო გზავნილით. გზავნილების მოსახლეობაზე მიწოდებაც განხორციელდა ეტაპობრივად, სხვდასხვა სოციალური აქტივობების მეშვეობით. კამპანია დაიყო ორ ფაზად, ორ სხვადასხვა ჯგუფში.
ექსპერიმენტის ფარგლებში განხორციელდა ვიდეორგოლის მომზადება და არტ. ობიექტის განთავსება, ასევე გარემოსდაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება „ეკო ეზო“ ( იხ. ლინკი).
ექსპერიმენტი მიმდინარეობდა 8 კვირის განმავლობაში და მოიცვა დაახლოებით 5000 მოსახლე.