მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით, 2019 წლის ბიუჯეტში ახალი ინიციატივა დაინერგა - მრავალშვილიანი ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის წამოწყების ან არსებულის გაფართოება - გადაიარაღების დაფინასება /თანადაფინასების სახით. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ახალი შეთავაზება განხილული იქნა გენდერულ ჭრილშიც. აღნიშნულ პროექტში მრავალშვილიანი დედის ჩართულობა ხელს შეუწყობდა მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას ოჯახში. ინიციატივა მიზნად ისახავდა მრავალშვილიანი მშობლებისათვის საკუთარი თავის ნდობის, სტიმულის და მოტივაციის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას.