პროექტის ძირითადი მიზანია ნებისმიერ ეტაპზე სურსათის დაბინძურების თავიდან აცილება, HACCP- ის გეგმის მიხედვით და სურსათის უვნებლობის მართვა.
მთელ საწარმოო ჯაჭვზე ეფექტური მენეჯმენტის სისტემის შესაქმნელად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრთხის ანალიზს, HACCP-ის სისტემის პრინციპების გათვალისწინებით აუცილებელია ყველა იმ საფრთხის იდენტიფიკაცია და შეფასება, რაც შეიძლება წარმოიშვას საკვების წარმოების მთელი ჯაჭვის ფარგლებში. წინა წლებში, მართალია, ხდებოდა სან-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა მზადების პროცესში ნებისმიერი კერძის შიდა ტემპერატურის დაფიქსირება.
ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტების სათავსოში ვერ ვახერხებდით ტენიანობის დარეგულირებას. ადგილი ჰქონდა სამზარეულოში ალუმინის თასების, ხის ტარიანი დანების, პლასტმასის ისეთი ჭურჭლის გამოყენებას, რომელსაც არ ჰქონდა საკვებთან დაშვებულობის ემბლემა.
სადილის დაბინძურებას საფრთხეს უქმნიდა არასათანადოდ მოწესრიგებული სამზარეულოს ჭერი, მწერების საწინააღმდეგო ბადის არარსებობა.
HACCP--ის პროგრამის დანერგვის შემდეგ მუნიციპალიტეტის ყველა ბაღს აქვს გერმანული წარმოების შუპიანი თერმომეტრი, რომლითაც ხარშვისა და შეწვის პროცეში ისინჯება და ფიქსირდება ტემპერატურა.ყველა სფეროში არის ჰიდრომეტრ-თერმომეტრი, რაც საშუალებას იძლევა ვარეგულიროთ ტენიანობა და თავიდან ავიცილოთ ფქვილის, ბურღულეულის დატენიანება, ბოსტნეულის ლპობა.